ფეხბურთი

15:03 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირვინი მოიესის წარმატებაში დარწმუნებულია

“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელი ალან ირვინი “სკაი სპორტს” მოიესის “სოსიედადში” დანიშვნის შესახებ ესაუბრა.

“მას უყვარს თავისი საქმე და ფეხბურთში უდიდესი მოტივაციით დაბრუნდა. მან მითხრა დიდი ხნის წინ, რომ სურდა უცხოეთში ემუშავა. მისთვის უცხოეთი დიდი გამოწვევაა, რათა ჩავარდნა აღმავლობით ჩაანაცვლოს. ის ძლიერი მწვრთნელია. მას შეუძლია დროთა განმავლობაში ააწყოს გუნდი და თავისი გამორჩეული სახე მისცეს”, - განაცხადა ირვინმა.

ალან ირვინი “ევერტონში” მოიესის ასისტენტად რამდენიმე წელი მუშაობდა. შოტლანდიელი მწვრთნელები ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110285