კატალონიის “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი კატალონიურ გრანდში თავს კარგად გრძნობს და კარიერის დასრულებაც “ბლაუგრანაში” სურს.
“ამ წუთისთვის საგანგაშო არაფერია. მას “ბარსაში” დარჩენა სურს, რადგან იქ ბედნიერია”, - განაცხადა ხორხე მესიმ.
მცირე კომენტარი ამასთან დაკავშირებით “ოლესთან” საუბარში თავად მესიმაც გააკეთა:
“ყოველთვის მსურდა კარიერის “ბარსელონაში” დასრულება, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ერთ მხარეს უნდა”, - თქვა ლიონელ მესიმ.
ლიონელ მესის დებიუტი “ბარსას” რიგებში ჯერ კიდევ 10 წლის წინ შედგა. მან კატალონიური კლუბის მაისურით ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, მათ შორის ზედიზედ ოთხჯერ “ოქროს ბურთსაც” შესწვდა.