“ვიტესის” ყოფილი ფეხბურთელი ვილფრიდ ბონი სუონსის “ლიბერთი სთედიუმზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. “სუონსის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას სიახლეს გამოეხმაურა გუნდის მთავარი მწვრთნელი გარი მონკი.
“სასიხარულო ამბავია. ასეთი ფეხბურთელები კლუბებმა დიდი ხნით უნდა შეინარჩუნონ. მათი მნიშვნელობა დიდია, რადგან შეუძლიათ დიდი სარგებლის მოტანა. ბონის გუნდში ყოფნით ბედნიერი ვარ”, – განაცხადა მწვრთნელმა.
ვილფრიდ ბონის პირველი ევროპული კლუბი პრაღის “სპარტა” იყო. ჩეხურ კლუბში კარგ თამაშს “ვიტესში” გადასვლა მოჰყვა, ხოლო მორიგი წარმატებული პერიოდის შემდეგ უელსურ კლუბში გადავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბიჯო წაიყავნეთ ვინმემ ეს ტოპ გუნდში
გაცვალე მორატაში
დიდი სიამოვნებით ვიზამდი მაგას
) ცენტფორვარდის პრობლემა მოგვეხსნებოდა 
ბონი მოგიხსნიდათ მაგ პრობლემას?
კიი ძალინ ძლიერი ფორვარდია