ფეხბურთი

11:51 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიაიჩი რომში ტიტულებს უმიზნებს

სერბი ფეხბურთელი ადამ ლიაიჩი “სკაი სპორტ იტალიას” რომაულ კლუბში ყოფნის შესახებ ესაუბრა. “ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, რუდი გარსიას გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.

“იტალიელებს სურთ დავრჩე იტალიურ კლუბში. შემიძლია “რომაში” ათი წელი ვითამაშო, რადგან გუნდითა და გულშემატკივრებით ბედნიერი ვარ. მინდა ვითამაშო “რომას” მაისურით და ხშირად მოვიპოვო გამარჯვებები”, – განაცხადა ლიაიჩმა.

ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ითამაშა და 3 გოლი შეაგდო. სატურნირო ცხრილში “რომა” მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

0.114722