ფეხბურთი

11:24 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონისა და “იუვეს” რომანი გრძელდება

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი დღეს კლუბთან, ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბუფონი, ახალი ხელშეკრულების თანახმად, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, ნახევარი მილიონით ნაკლებს მიიღებს. გარდა ამისა, იტალიის ნაკრების მეკარეს კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი კარიერის დასრულების შემდეგ “ბიანკონერიში” ერთ-ერთ პოსტს ჰპირდება. ამის შესახებ, თავად კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა.

ბუფონის გარდა, “ბებერი ქალბატონი” კონტრაქტს გუნდის 30 წლის მცველს ჯორჯო კიელინისაც გაუგრძელებს, რომელიც წლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს ჯამაგირის სახით, რასაც პრემიაც დაემატება.

ბუფონი “იუვეში” 2001 წლის შემდეგ ასპარეზობს, 2012 წლიდან კი გუნდის კაპიტანია. რაც შეეხება ჯორჯო კიელინის, იგი ტურინში 2005 წლის ზაფხულში ფლორენციის “ფიორენტინადან” გადავიდა და მას შემდეგ “ბებერი სინიორას” ერთგულია.

0.11201