ფეხბურთი

11:21 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მირანდას კუნთი დაეჭიმა

მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრებს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მირანდას ტრავმის ხასიათისა და სიმძიმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

30 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნულ გუნდში თამაშისას დაშავდა. AS-ის ცნობით, მირანდა გუნდს პრიმერა დივიზიონში “მალაგასთან” ვერ დაეხმარება, თუმცა, თავად კლუბში ეჭვობენ, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე “ოლიმპიაკოსთან” მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

“მირანდას მარცხენა ბარძაყის კუნთები აქვს დაზიანებული. ასეთი ტრავმა ფიზიკური დატვირთვების სრულ გამორიცხვას მოითხოვს. მომავალი კვირიდან ფეხბურთელი მკურნალობის ალტერნატიულ კურსს დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება ვარჯიშს” - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე.

30 წლის მირანდამ, მიმდინარე სეზონის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირში ერთად) და 3 გოლი გაიტანა.

0.118826