ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” შემტევი ნახევარმცველი დრის მერტენსი სამშობლოში, საავადმყოფიში რჩება.
27 წლის ფეხბურთელმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიისა და უელსის ნაკრებებს შორის, ჯორჯ უილიამსთან შეჯახების შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. მერტენსმა მოედანზე გონებაც კი დაკარგა და თამაში ხუთი წუთით შეწყდა. ექიმები გარისკვას არ აპირებენ და მათი გადაწყვეტილებით, დრისი კიდევ ერთი დღით დარჩება საავადმყოფოში, იტალიაში კი, მხოლოდ ხვალ ჩაფრინდება.
თუ რაიმე გართულებას არ ექნება ადგილი, ის ვარჯიშს მიმდინარე კვირის ბოლოს შეუდგება, ხოლო მოედანზე დაბრუნებამდე საკუთარ გუნდს სერია A-ში “კალიარის” და ევროპის ლიგაზე “სპარტას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.