იტალიურ “კანტუში” დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროთასის ეგიდით ესპანურ “გრან კანარიას” დაუხვდა და 63:80 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:30 წუთში 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 1 ორქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
კანტუელებს ექვს ტურში ერთადერთი მოგება აქვთ და B ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან. იტალიურ კლუბს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს სტუმრად გერმანულ “არტლან დრაგონსთან” ელის.