ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც იტალიაში ანდრიას ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) თამაშობს, მე-2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გააღწია.
მე-2 წრეში ბასილაშვილი ბელარუს ვლადიმირ იგნატიკს დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელმაც ბრძოლიდან პირველ ნომრად განთესილი იგორ სისლინგი (ჰოლანდია) გამოთიშა, 4:6, 7:6 (9:7), 6:4 დაამარცხა.
თამაში ორ საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს 8 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, იგნატიკს კი 12 ეისი და 6 ორმაგი ჰქონდა. ისიც ვთვათ, ქართველმა ჩოგბურთელმა 4-დან 2 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, ბელარუსმა კი 14-დან – 2. მოკლედ, გადამწყვეტ მომენტებში ბასილაშვილი გაცილებით კონცენტრირებული იყო.
თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვება, ის კი ცნობილია, რომ ნიკოლოზმა იტალიაში უკვე 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. აქვე ვთვათ, რომ ანდრიას ჩელენჯერზე ნახევარფინალი 29 ქულას იძლევა, ფინალი – 48-ს, ხოლო ჩემპიონობა – 80-ს.