“ლივერპულის” თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გუნდს მიმდინარე წელს ვერ დაეხმარება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 25 წლის შემტევმა დაზიანებულ ბარძაყზე გამოკვლევა ჩაიტარა.
სტარიჯი მოედანზე აგვისტოს შემდეგ არ გასულა. მან ტრავმა ცოტა ხნის წინათ მოირჩინა და როდესაც ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, მან მორიგი დაზიანება მიიღო. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ დადგინდა, რომ სტარიჯი, ბარძაყის ტრავმის გამო, 6 კვირას გამოტოვებს.