ფეხბურთი

21:25 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

UEFA თერთმეტმეტრიანების სერიის დამატებით ტაიმებამდე გამართვის წინადადებას განიხილავს

ინგლისურ The Independent-ს თუ დავუჯერებთ, UEFA თერთმეტმეტრიანების სერიის დამატებითი ტაიმების წინ გადმოტანის ვარიანტს განიხილავს.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, თუ ფლეი ოფის ეტაპზე გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ჯერ დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერია ინიშნება. ხშირად ხდება, რომ უკვე დაღლილი გუნდები, დამატებითი ტაიმების დროს, არა გოლის გატანაზე, არამედ საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე ზრუნავენ.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, UEFA-ს წარმომადგენლები, დამატებითი ტაიმების გამოცოცხლების მიზნით, სერ ალექს ფერგიუსონის წინადადებას განიხილავენ. შოტლანდიელი ლეგენდის აზრით, კარგი იქნება, თუ თერთმეტმეტრიანების სერია დამატებითი ტაიმების დაწყებამდე გაიმართება და თუ დასკვნით ნახევარ საათში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება, ძალაში პენალტების სერიის შედეგი შევა. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ტაიმების განმავლობაში, ერთი გუნდი ყოველთვის შეტევაზე იქნება ორიენტირებული.

0.115048