ფეხბურთი

19:51 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სინკლერმა შესაძლოა “სიტი” დატოვოს

“მანჩესტერ სიტის” შემტევი სკოტ სინკლერი იანვარში შესაძლოა სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ. “სკაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ინგლისელმა მოთამაშემ იმედი გამოთქვა, რომ მანჩესტერელთა მწვრთნელი შანსს მიცემს.

“გავიგე ჭორები ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ველოდები შანსს, რომლის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მოედანზე გასვლის საშუალება ხშირად მომეცემა. ამიტომ, ჩემი წასვლაც შესაძლებელია” – განაცხადა სინკლერმა.

2012 წელს “სუონსიდან” 6,2 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეძენილმა ფეხბურთელმა დღემდე “სიტის” მაისურით მხოლოდ სამი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

მოთამაშემ 2006 წელს “ჩელსისთან” გააფორმა კონტრაქტი, თუმცა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. კარიერის საუკეთესო ეტაპი 2010-2012 წლებში “სუონსიში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113