ფეხბურთი

18:41 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტე ბალოტელის გამოსწორებაზე ზრუნვას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის 24 წლის თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის გამოსწორებაზე ზრუნვას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე თავად ფეხბურთელმა უნდა იზრუნოს.

“არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ იმ მწვრთნელებზე უკეთესი ვარ, რომლებმაც ბალოტელის გამოსწორება ვერ მოახერხეს. ამისთვის საკმარისად თავდაჯერებული არ ვარ.

ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. ამდენი დრო არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს მკაფიო მოთხოვნები.” – აცხადებს კონტე.

მარიო ბალოტელის, კონტეს ხელმძღვანელობით, ჯერ არ უთამაშია. 45 წლის სპეციალისტმა, ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, “ლივერპულის” თავდამსხმელს კი უხმო, მაგრამ ფეხბურთელმა ეს შანსი ტრავმის გამო ვერ გამოიყენა.

0.121284