როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, ცნობილმა დანიელმა პეტერ ლოვენკრადსმა 16 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 34 წლის სკანდინავიელი მოთამაშე “რეინჯერსის,” “შალკეს,” “ნიუკასლისა” და “ბირმინგემის” მაისურით ასპარეზობდა. ლოვენკრადსის უკანაკსნელი გუნდი “ბირმინგემი” აღმოჩნდა.
“რეინჯერსთან” ერთად შოტლანდიის პრემიერლიგის, თასისა და ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. 2004 წელს დანიის ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, როცა “მიხეილ მესხზე” ჟირესის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრებთან ფრედ ითამაშა (2:2).
საინტერესოა, რომGგლაზგო “რეინეჯერსში” შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის, ხოლო “შალკეში” ლევან ყენიასა და ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი იყო.
მისმა ძმამ ტომი ლოვენკრადსმა ნაკლებად წარმატებული კარიერა განვლო. მას შოტლანდიურ “სენტ ჯონსტონსა” და დანიურ “ესბიერგში” უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია