ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ გერმანიასთან წაგებული (0:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა შედეგით, მაგრამ თამაში თანაბარი იყოო.
“ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვაქვს, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ.
შედეგით უკმაყოფილოები ვართ, მატჩი თანაბარი იყო. ბევრ მომენტში ჩვენ მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ტონი კროოსმა შორიდან გაგვიტანა,”- დელ ბოსკე სიტყვებს პორტალი Football.ua ციტირებს.
18 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ვიგოში, ესპანეთის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, 89 წუთზე ტონი კროოსმა გაიტანა.