"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს ჯერ ვერ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა ამ გუნდის თავკაცად. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ესპანელ სპეციალისტს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
54 წლის მწვრთნელს ნეაპოლელებთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. აპენინურ მედიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მიიჩნევს, რომ "ნაპოლის" ხელმძღვანელობა ესპანელს შედეგს უწუნებს, ზოგის აზრით კი, კლუბს ბენიტესის გაშვების მიზეზი არ უნდა ჰქონდეს, რადგან გუნდი იტალიის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფება.
მოსალოდნელია, რომ რაფელ ბენიტესი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.