გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა ესპანეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მარცხენა ფეხზე დარტყმა მიიღო და 22-ე წუთზე იოახიმ ლიოვმა მის ნაცვლად მოედანზე ქარიმ ბელარაბი შეიყვანა.
"ვიმედოვნებ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება." - განაცხადა მიულერმა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვიც პოზიტიურ განწყობაზეა და თვლის, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელი რამდენიმე დღეში კარგად იქნება.
"რეკორდმაისტერი" 22 ნოემბერს "ალიანს არენაზე" ბუნდესლიგის მატჩში "ჰოფენჰაიმს" დაუხვდება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ფილიპ ლამმა კოჭი მოიტეხა და სამი თვე "ბაიერნს" ვერ დაეხმარება და თუ მიულერის ტრავმაც სერიოზული აღმოჩნდება, პეპ გვარდიოლას საკადრო პრობლემები შეექმნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე მიდის საქმე მხოლოდ პეპის ამარა დავრჩებით
იმედია შენი ტრამვაც გუნდს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის