“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდა კობი ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში მე-4 კალათბურთელი გახდა, ვინც 32 000-ქულიანი ზღვარი გადაკვეთა. “შავმა მამბამ” ეს ზღვარი დღეს “ატლანტასთან” მოგებულ შეხვედრაში გადალახა. კობიმ ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდს 28 ქულა ჩაუგდო. ბრაიანტი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს 291 ქულით ჩამორჩება. თუ “შავმა მამბამ” ამ ტემპით გააგრძელა ქულების დაგროვება, სავარაუდოდ მიმდინარე სეზონში ქულებით ჯორდანს გადაასწრებს.
გთავაზობთ NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა ათეულს (ESPN-ის სტატისტიკა 19 ნოემბრის მონაცემებით):
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387 ქულა
- კარლ მელოუნი 36 928
- მაიკლ ჯორდანი 32 292
- კობი ბრაიანტი 32 001
- ვილტ ჩემბერლენი 31 419
- შაკილ ონილი 28 596
- მოუზის მელოუნი 27 409
- ელვინ ჰეიესი 27 313
- დირკ ნოვიცკი 27 002
- ჰაკიმ ოლაჯუანი 26 946