ფეხბურთი

12:25 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ბობი ჩარლტონს მიუახლოვდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 18 ნოემბერს შოტლანდიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

ეროვნულ ნაკრებში რუნის უკვე 46 გატანილი გოლი დაუგროვდა. ის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ სერ ბობი ჩარლტონს (49 გოლი) სამი გოლით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ გარი ლინეკერს ორი გოლით. რუნის ფორმიდან გამომდინარე იგი მალე გახდება ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

"მანჩესტერის" თავდამსხმელმა შოტლანდიელებს 47-ე და 85-ე წუთებზე გაუტანა, მატჩი კი ინგლისელებმა 3:1 მოიგეს.

0.120498