ფეხბურთი

12:20 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "რომას" სიამოვნებით გავწვრთნიდი"

"რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობაზე უარს არ იტყოდა. 38 წლის ტოტის "რომაში" 718 მატჩი ჩაუტარებია და 238 გოლი გაუტანია. La gazzetta delllo sport-მა მას ჰკითხა, ხომ არ აპირებს მწვრთნელობას.

"რა თქმა უნდა, "რომას" სიამოვნებით გავწვრთნიდი. რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი. ვუთხარი: "ყველა რომაელს ენდომება, რომ კლუბში დავრჩე. შესაძლოა, თავიდან ბავშვებთან მუშაობით დავიწყო, მაგრამ იქნებ, არც იყოს ამის აუცილებლობა. იმ ფეხბურთლებს, რომლებსაც მრავალი წელი უთამაშიათ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ სამწვრთნელო ცოდნის მისაღებად" – განაცხადა ტოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110527