ფეხბურთი

11:51 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თოთაძე ხარკოვის “მეტალისტში” ისინჯება

26 წლის მცველი ლაშა თოთაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონი თბილისის “დინამოში” დაიწყო, უკრაინულ საფეხბურთო კლუბ ხარკოვის “მეტალისტში” ისინჯება.

“ერთი კვირაა გუნდში ვვარჯიშობ. “ვორსკლასთან” ვითამაშე და ცოტა დავიღალე, რადგან ასეთ ტემპს მიუჩვეველი ვარ. ასეთი დიდი გუნდისგან ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს. საფეხბურთო დონე ქართულზე გაცილებით მაღალია, მაგრამ უნდა შევეჩვიო. მე ვისინჯები და ამიტომ, არ ვიცი დავრჩები თუ არა. ამ თემაზე მწვრთნელს უნდა ვესაუბრო. უკრაინაში კარგი ჩემპიონატი”, – განაცხადა თოთაძემ ტელეარხ “ფუტბოლ 1”-თან საუბარში.

“მეტალისტი” უკრაინის 14-გუნდიან პრემიერლიგაში 16 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121983