2014 წლის ბოლო სანაკრებო დღე ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩებით გამოირჩა. ვიგოში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი მოქმედს მასპინძლობდა. ორივე ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა და ახალ მოთამაშეებს ჰქონდათ თავის გამოჩენის საშუალება.
ესპანელთა რიგებში რამდენიმე მოთამაშეს ჰქონდა დებიუტი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოლიტოს დებიუტი, რომელსაც მშობლიურ არენაზე ჰქონდა დებიუტი და ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა ჰქონდა. ბურთთან თითოეული მისი შეხება საოცარი ოვაციებით სრულდებოდა. “სელტას” ფეხბურთელი ძალიან აქტიურიც იყო და ორჯერ კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ცილერმა ორჯერვე კარგად ითამაშა. კვლავ გამოირჩეოდა ისკო, რომელიც აშკარად მოერგო ესპანეთის ნაკრებს და მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა გუშინაც. გერმანელები ძირითადად კონტრშეტევებით აწუხებდნენ მეტოქეს. 22-ე წუთზე მათ მიულერი დაუშავდათ და მოედანზე ბელარაბი გამოჩნდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, რაც ლოგიკური იყო. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე დაღს ძლიერი წვიმაც ასვამდა, რომელიც მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაძლიერდა. მომენტების შექმნა ორივე ნაკრებს უჭირდა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. ესპანეთის ნაკრების დებიუტანტს, კიკო კასილიას ძალიან უიღბლო დებიუტი გამოუვიდა. “ესპანიოლის” მეკარე 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 12 წუთში მისმა უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა მატჩის ბედი – ტონი კროოსმა შორიდან გაისროლა, თუმცა მეკარე ვალდებული იყო, რომ ასეთი დარტყმული უკუეგდო, რაც კიკომ ვერ შეძლო და სადებიუტო შეხვედრაშივე “ფურია როხა” დააღალატა - 0:1.
“ოლდ ტრაფორზე” კრიშტიანო რონალდუს პორტუგალია და ლეო მესის არგენტინა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბევრი ქომაგი მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის სანახავად იქნებოდა მოსული, თუმცა მოულოდნელად, ორივე მწვრთნელმა ვარსკვლავების დასვენება შესვენების შემდგომ გადაწყვიტა. შეხვედრის ბედი კი, 91-ე წუთზე გუერერომ გადაწყვიტა და თავის გუნდს მოაგებინა.
ბრიტანულ დერბიში ინგლისმა ორბურთიანი სხვაობით მოუგო შოტლანდიას. ბრაზილიამ, საფრანგეთმა და იტალიამ კი, მინიმალური სხვაობით აჯობეს ავსტრიას, შვედეთსა და ალბანეთს.
ავსტრია – ბრაზილია 1:2 (0:0)
ვენა, “ერნსტ ჰაფელ შტადიონი”
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი (იოზკანი 46), ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, ფუჩსი, კლეინი, კავლაკი, ჰარნიკი (პროდლი 88), ილსანკერი, არნაუტოვიჩი (ულმერი 77), იუნუზოვიჩი (ვაიმანი 72), ოკოტე (საბიცერი 53).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
ბრაზილია (4-3-3): ალვეში, მირანდა (სილვა 28), დავიდ ლუისი, ფელიპე ლუისი, დანილო, ფერნანდინიო (კასემირო 82), ვილიანი (დუგლას კოშტა 63), გუსტავო, ოსკარი (ფრედი 77), ნეიმარი (მარკინიოსი 92), ლუის ადრიანო (ფირმინო 62).
მწვრთნელი: კარლოს დუნგა
გოლები: 0:1 დავიდ ლუისი (64), 1:1 დრაგოვიჩი (75 პენ.), 1:2 ფირმინო (83).
გაფრთხილებები: ოკოტე
მსაჯი: უილიამ კოლუმი
იტალია – ალბანეთი 1:0 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარი”
იტალია (4-4-2): სირიგუ (პერინი 72), ბონუჩი (აჩერბი 82), მორეტი, ანტონელი, დე სილვესტრი, ჩერჩი (გაბიადინი 77), ბერტოლაცი (ბონავენტურა 70), პაროლო, აკვილანი, ჯოვინკო (ოკაკა 65), დესტრო (მატრი 65).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლი: სალიჰი 82 ს.კ.
მსაჯი: ალექსანდრ ჰარკამი
პორტუგალია – არგენტინა 1:0 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
პორტუგალია (4-3-3): ბეტო, პეპე (ფონტე 46), ალვეში, ტ.გომეში (გერერო 51), ბოსინგვა, მოუტინიო, ტიაგო (უ.კარვალიო 78), ა.გომეში (ა.სილვა 66), დანი (ედერი 46), რონალდუ (კვარეზმა 46), ნანი.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
არგენტინა (4-3-3): გუზმანი, ოტამენდი, დემიჩელისი, რონკალია, ანსალდი (ხ.სილვა 73), მასკერანო, ბილია, დი მარია (ლამელა 61), პასტორე (პერეირა 73), მესი (გაიტანი 46), იგუაინი (ტევესი 61).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: გუერერო 91.
გაფრთხილებები: მოუტინიო, ტიაგო – ანსალდი, ლამელა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ესპანეთი – გერმანია 0:1 (0:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
ესპანეთი (4-2-3-1): კასილასი (კასილია 77), რამოსი (ბარტრა 46), პიკე (ალბიოლი 46), აზპილიკუეტა, ბერნატი, ბუსკეტსი (კამაჩო 46), სორიანო, ისკო, ნოლიტო (პედრო 77), რ.გარსია (კალეხონი 70), მორატა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გერმანია (3-4-3): ცილერი, ჰიოვედესი, რუდიგერი, მუსტაფი, ხედირა (ლ.ბენდერი 92), კროოსი, დურმი, რადი, გიოტცე (კრუზე 84), მიულერი (ბელარაბი 22), ვოლანდი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გოლი: კროოსი 89.
გაფრთხილება: რ.გარსია
მსაჯი: სტეფან იოჰანესონი
საფრანგეთი – შვედეთი 1:0 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი”
საფრანგეთი (4-2-3-1): მანდანდა, ვარანე, მანგალა, სანია, კურზავა (დინიე 77), გუილავოგი (გონალონსი 84), პოგბა, პაიე (სისოკო 61), გრიზმანი, ვალბუენა (ლაკაზეტი 68), ჟინიაკი (ბენზემა 68).
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი, გრანქვისტი, იანსონი, ბენგტსონი (ვენდტი 46), კრაფტი, ბაჰუი (დურმაზი 46), კაჩანიკლიჩი (ფორსბერგი 86), კალსტრომი (ეკდალი 46), ლარსონი, ტელინი (გუიდეტი 67), ზენგინი (ჰრგოტა 67).
მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი
შოტლანდია – ინგლისი 1:3 (0:1)
გლაზგო, “სელტიკ პარკი”
შოტლანდია (4-2-3-1): მარშალი (გორდონი 46), ჰენლი (მეი 66), რ.მარტინი, ვაითაკერი, რობერტსონი, ბრაუნი (დ.ფლეტჩერი 46), მალგრიუ, ანია (ბენანი 61), მელონი (რუსელი 81), ნეისმიტი, კ.მარტინი (მორისონი 46).
მწვრთნელი: გორდონ სტრანჩარი
ინგლისი (4-4-2): ფორსტერი, კეჰილი (იაგიელკა 46), სმოლინგი, შოუ (გიბსი 66), კლაინი, დაუნინგი (ლალანა 46), უილშირი (ბარკლი 87), ჩემბერლენი (ლამბერტი 80), მილნერი, უელბეკი (სტერლინგი 66), რუნი.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
გოლები: 0:1 ჩემბერლენი (32), 0:2;1:3 რუნი (47;85), 1:2 რობერტსონი (83).
გაფრთხილებები: მალგრიუ
მსაჯი: იონას ერიკსონი
პოლონეთი – შვეიცარია 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 დრმიჩი (4), 1:1 იედრზეჟჩუკი (45+1), 2:1 მილიკი (61), 2:2 ფრეი (87).
გაძევება: ზირო 83.
ირლანდია – აშშ 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 პილკინგტონი (7), 1:1 დისკრუდი (39), 2:1;4:1 ბრედი (55;86), 3:1 მაკკლინი (82).
უნგრეთი – რუსეთი 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (49), 0:2 კერჟაკოვი (80), 1:2 ნიკოლიჩი (86).
რუმინეთი – დანია 2:0 (0:0)
გოლები: კოსეჩუ 53;59.
ბელარუსი – მექსიკა 3:2 (0:0)
გოლები: 0:1;1:2 რ.ხიმენესი (47;53), 1:1 კისლიაკი (50), 2:2 სიგნვიჩი (55), 3:2 ნეკაჟჩიკი (81).
სლოვაკეთი – ფინეთი 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჰოლოსკო (1), 2:0 ჰამშიკი (7), 2:1 ჰუბოჩანი (45+2).
საბერძნეთი – სერბეთი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 პეტროვიჩი (60), 0:2 გუდელი (92).
სლოვენია – კოლუმბია 0:1 (0:1)
გოლი: რამოსი 43.
ესტონეთი – იორდანია 1:0 (1:0)
გოლი: ანიერი 16.