ფეხბურთი

1:03 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი აცხადებს, რომ “წითელი ეშმაკების” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობა მოსალოდნელი არაა.

“ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გასვლას და სპონტანური შენაძენების გაკეთებას არ ვგეგმავთ. მომდევნო ზაფხულისთვის სატრანსფერო გეგმები გვაქვს და თუ ჩვენთვის სასურველი რომელიმე ფეხბურთელი ხელმისაწვდომი გახდა, შესაძლოა, ეს შანსი გამოვიყენოთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამის ალბათობა დაბალია.” – აცხადებს ვუდვორდი.

0.1321