სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:17 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი და ლილარდი გამოარჩიეს

“კლივლენდ კავალიერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” გამთამაშებელი დემიან ლილარდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

ჯეიმსისთვის ამგვარი ჯილდო კარიერაში 46-ე გამოდგა, გასულ კვირაში კი მისი ლიდერობით კლივენდელებმა 3-დან 3 მატჩი მოიგეს. ლებრონის საშუალო მონაგარი 35.0 ქულა, 7.0 პასი და 7.7 მოხსნა გახლდათ.

ასევე სამივე მატჩი მოიგო “პორტლენდმა”, ლილარდი კი, რომელიც კვირის საუკეთესო კალათბურთელად პირველად აღიარეს, საშუალოდ 28.0 ქულას, 8.7 პასს და 4.7 მოხსნას აგროვებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას პოლ მილსეპი (“ატლანტა”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), მონტა ელისი (“დალასი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), ეი ჯეი პრაისი (“ინდიანა”), კრის პოლი (“კლიპერსი”), მაიკ კონლი (“მემფისი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”) და გორდონ ჰეივორდი (“იუტა”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117125