ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე პირველი ლიგის ტურნირზე სამი მონაწილე გალიდერდა. 4 ტურის შემდეგ 3.5 ქულით ანა კუჭავა (2106), მერი არაბიძე (2378) და სოფიო გვეტაძე (2343) დაწინაურდნენ.
მომდევნო ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ორი რეიტინგ-ფავორიტის: არაბიძის და გვეტაძის შეხვედრა იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში 30 მოჭადრაკე ჩაება და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად თამაშობს, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები კი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.