ფეხბურთი

20:02 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” იანგა-მბივა 3 კვირით გამოაკლდა

“რომას” ფრანგი ცენტრალური მცველი მაპუ იანგა-მბივა იტალიურ გუნდს მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში მიიღო. იტალიის დედაქალაქში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იანგა-მბივას მუხლქვედა მყესი აქვს დაჭიმული.

იანგა-მბივა “რომაში” გასულ ზაფხულში გადავიდა. “ჯალოროსის” მაისურით მან 13 თამაში ჩაატარა.

0.111316