რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ხიმკიში სარატოვის “სოკოლს” ვერ მოუგო.
რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი გუჯა რუხაია ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილის 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფორვარდი ლაშა იმედაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ტრავმირებულია და “სკა-ენერგიას” ვერ ეხმარება. ხაბაროვსკელებს 24 ქულა აქვთ და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე იმყოფებიან.