სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ "მსოფლიო სპორტი" ლევან ყიფიანს ესაუბრა და კომენტარი ლევან კობიაშვილის გადაწყვეტილებაზე გააკეთებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობის აპირებს.
ლევან ყიფიანი: "რაც მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, მეტი ხედვა იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჩვენ ვიმყოფებით საფეხბურთო ჩიხში და აუცილებელია ცვლილებები. მმართველობაში უნდა მოვიდეს ჯანსაღი ძალები, რომელთაც უყვართ ფეხბურთი, აინტერესებთ ეს სპორტის სახეობა, მოტივირებულები არიან მისი განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ამავდროულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო როლიც, რომელმაც უნდა შექმნას ყველა ის პირობა და წინაპირობა, რათა ფეხბურთი განვითარდეს".