ავსტრიელი მარკო არნაუტოვიჩი “სტოკ სიტის” არ დატოვებს. 25 წლის მოთამაშით როტერდამის “ფეიენოორდი” დაინტერესდა. ფრედ რუტენს მოთამაშის იჯარით აყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, თუმცა მარკ ჰიუზის განცხადებით, არნაუტოვიჩი ჰოლანდიაში არ დაბრუნდება.
2013 წელს არნაუტოვიჩი 2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ “ვერდერიდან” გადავიდა “სტოკში”. გასულ სეზონში ხშირად თამაშობდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მცირე საასპარეზო დრო ეთმობა.
“ვესაუბრე ჰიუზს და ვკითხე, რატომ არ მეძლეოდა სათამაშო დრო. მისი აზრით გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ. საუბარი ჩვენ შორის დარჩა და ყველაფრის საჯაროდ თქმას არ ვაპირებ”, - განაცხადა არნაუტოვიჩმა.