ნორვეგიული “ბრანის” ნახევარმცველ სტეფან ბაჯის თამაშით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ. როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, სენეგალელი მოთამაშის გამოსვლას “კრისტალ პალასი” და “სანდერლენდი” აკვირდებიან, თუმცა, როგორც ფეხბურთელის აგენტი ვილ მაკეი აცხადებს, ბაჯის გერმანიასა და იტალიაში გადასვლის შანსიც აქვს.
24 წლის აფრიკელი ფეხბურთელი მეტრი და 90 სანტიმენტრის სიმაღლისაა. სამშობლო 2012 წელს დატოვა, როცა “კაზა სპორტიდან” ნორვეგიულ “სონდალში” გადავიდა, სადაც გატარებული ერთი სეზონის შემდეგ “ბრანში” გააგრძელა კარიერა.
სენეგალელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი ალენ ჟირესია.