ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნოემბრის სუპერტურნისი მე-10 დღეს მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაინაღდა, რაც მისი წოდებაში დაწინაურების წინაპირობაა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და თეორიულად, “იმპერატორის თასის” მოპოვების შანსსაც ინარჩუნებს, რადგანაც იოკოძუნებს – კაკურიუს და ჰაკუჰოს, შესაბამისად, 2 და 1 მოგებით ჩამორჩება, წინ კი, კიდევ 5 ორთაბრძოლაა.
ტოჩინოშინის მორიგი მსხვერპლი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიომარუ გახდა, რომელიც ქართველმა გოლიათმა ოშიდაშით დაჯაბნა. ოთხშაბათს ლევანს სერიოზული შერკინება ელის, რადაგანაც მეტოქედ ასევე 8 ბრძოლის მომგები და შესაბამისად, კარგ ფორმაში მყოფი – დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰო ეყოლება.
ცენტრალური ოძეკი კისენოსატოს (8-2) და კაკურიუს დაპირისპირება იქნება, ჰაკუჰო ოძეკი გოეიდოს (4-6) გაეჯიბრება, ხოლო ჰარუმაფუჯი (8-2) – სეკივაკე აოიამას (5-5).
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მთავარი ბრძოლები წინ ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯება.
გაგამარუმ დასავლეთის მე-12 ნომერი საკიგაკე ოშიდაშით დაჯაბნა და ისევ თანაბარ ბალანსზე (5 მოგება, 5 მარცხი) გავიდა. ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 ნომერი ტენკაიჰო იქნება.
წოდებაში დასაწინაურებლად, დარჩენილი 5 შერკინებიდან ჯუღელს მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.
კიუშიუ ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ბრძოლა 3:52-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალმა შემდეგ ორ მატჩში 4 ქულის დაგროვება მაინც თუ მოახერხა ჩემი აზრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ჩემპიონობისთვის. ქულებში დიდი სხვაობა არ იქნება მარა მოიშორებს რთულ მატჩებს ერთი და მეორე ხასიათზე მოვა. მარა აი მესიმ თუ ათრია ოთხშაბათს მერე აღარ ვიცი