ფეხბურთი

16:43 | 18.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

რევაზ ძოძუაშვილი: “ნაკრების სათავეში ჭკვიანი კაცი უნდა მოვიდეს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, როგორც იცით, ვაკანტურია. Eევროპის შესარჩევი ციკლის საშინაო შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებთან 0:4 მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაია გადადგა და თუ ვინ აიღებს ამ მძიმე ტვირთს ჯერჯერობით გაურკვეველია. არაოფიციალური წყაროებით ქვეყნის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მრავალი კანდიდატი სახელდება: ჩივაძე, გეგუჩაძე, დევდარიანი, ცხადაძე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტთან” თავისი მოსაზრება გამოთქვა ასევე წარსულში ნაკრების და ამჟამად ქუთაისის “ტორპედოს” დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა.

- “იცით საქმე როგორაა, მოდი რეალურად ვიფიქროთ, სუფთა ვიყოთ, ეს ერთი კაცის სათქმელი არაა. უნდა შეიკრიბოს ფეხბურთის დიდი სპეციალისტები, პროფესიონალები და როგორ ავაშენოთ პირამიდა, რა ფუნდამენტი ჩავყაროთ, ესაა მთავარი. რასაკვირველია, საჭიროა ისეთი ნიჭიერი ჭკვიანი კაცი, რომელიც მთლიანობაში არამარტო ნაკრებს მიხედავს, ამასთანავე ზოგადად ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე იზრუნებს”.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 15.03.2019
araza-1918 (6330)

ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ

16:18 | 14.03.2019
RMA FANS (3925)

ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა

14:26 | 14.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან

0.0685