ჭადრაკი

16:29 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვიდეული დაწინაურდა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ქალთა 72-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება.

3 ტურის თავზე 2.5 ქულით ერთბაშად 7 მოჭადრაკე ლიდერობს: მერი არაბიძე (2378), ანა გავაშელი (2150), სოფიო გვეტაძე (2343), ანა კუჭავა (2106), სოფიო ნიკოლაძე (2133), მერი ჟორჟოლიანი (2088) და მარიამ ჭოლაძე (2018).

მე-4 ტურში ჟორჟოლიანი არაბიძეს ეთამაშება, გვეტაძე – ნიკოლაძეს, გავაშელი – კუჭავას, ვახანია – ჭოლაძეს, ხოლო ალექსანდრა ვახანია (2109) – ჭოლაძეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 30 მოჭადრაკე ჩაება და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად თამაშობს, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები კი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

0.118627