ფეხბურთი

16:19 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნასტასიჩი “იუვენტუსის” პრიორიტეტია

“მანჩესტერ სიტის” სერბი მცველი მატია ნასტასიჩი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე იქნება.

ამის შესახებ გაზეთი La Stampa იუწყება, რომელიც “იუვენტუსის” მსგავსად, ანიელების ოჯახის საკუთრებაა.

ვარაუდობენ, რომ “ბებერ ქალბატონს” ნასტასიჩის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდება. 21 წლის სერბმა ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო, მიმდინარე სეზონში კი, მინდორზე ჯერ ერთხელაც არ გამოჩენილა.

“იუვენტუსს” სათადარიგო ვარიანტებიც აქვს: სემიხ კაია “გალათასარაიდან”, სტეფან სავიჩი “ფიორენტინადან” და ვლად კირიკეში “ტოტენჰემიდან”. არსებობს სხვა ვარიანტიც - დანიელე რუგანის ვადაზე ადრე დაბრუნება “ემპოლიდან”, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, მან ეს ნაბიჯი ივნისამდე გადადგას.

0.160893