Goal-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში ლონდონის “ჩელსი” სერბ ნახევარმცველ ნემანია მატიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული პირობებით.
“ბენფიკაში” განათხოვრების შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში იანვარში დაბრუნდა, მიმდინარე სეზონში კი, ჟოზე მოურინიოს გუნდის ცენტრში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურად იქცა. მატიჩისა და “ჩელსის” მოქმედი კინტრაქტი კიდევ 4 წელიწადზეა გათვლილი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბალკანელს გარჯა დაუფასოს და ანაზღაურება გაუზარდოს.
ამასთან, ახალი კონტრაქტით “არისტოკრატები” ეცდებიან, რომ გუნდი მნიშვნელოვანი ფიგურის დაკარგვისგან დააზღვიონ, რადგან მატიჩს უკვე დიდი ხანია მადრიდის “რეალი” აკვირდება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის სერბის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.







