ფეხბურთი

14:48 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” პრემიერლიგის ორი მეკარით დაინტერესდა

ბრიტანული და იტალიური პრესის ცნობით, “რომა” ლონდონის ერთ-ერთი კლუბიდან მეკარის შესყიდვითაა დაინტერესებული.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მომავალი ზაფხულიდან გუნდს ახალი კარის დარაჯი ეყოლება. 37 წლის მორგან დე სანქტისს 2015 წლის ზაფხულში “ძუ მგლებთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და კლუბში მის შემცვლელს ეძებენ.

გამომცემლობის ცნობით, “რომას” ფრანგ მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას სურს, რომ კლუბმა მისი თანამემამულე უგო ლორისი შეიძინოს, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემის” ძირითადი მეკარეა. 27 წლის უგოს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და როგორც ჩანს, “რომასთან” ერთად ამის შანსი უფრო ექნება, ვიდრე “ტოტენჰემთან”.

გარდა ამისა, რომაელები ლონდონის”ჩელსის” ჩეხი მეკარე პეტერ ჩეხის შეძენაზეც ფიქრობენ. The London Evening Standard-ის მტკიცებით, 32 წლის ჩეხი “სტემფორდ ბრიჯს” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. პეტერს სასტარტო შემადგენლობაში სურს თამაში, მაგრამ ტიბო კურტუასთან კონკურენციის მოგება იოლი არაა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “რომას” სპორტული დირექტორი ინტერესს იჩენდა “ფიორენტინას” მეკარე ნეტოს მიმართ, მაგრამ ფლორენციელები საკუთარ გოლიკიპერთან შელევას არ აპირებენ.

0.166125