ფეხბურთი

14:21 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიური პრესა ჰიდინკის გადადგომას ვარაუდობს

ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემა ad.nl-ი უახლოეს პერიოდში ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტიდან გუს ჰიდინკის წასვლას წინასწარმეტყველებს.

წყაროს ცნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში ახლა ეძებენ ფორმას, რომლის მიხედვითაც 68 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდ დატოვებას შესთავაზებენ. ერთ-ერთ ვარიანტად ჰიდინკის კონსულტანტად გადაყვანა განიხილება, თუმცა, არაა გამორიცხული, მასთან ყოველგვარი ხელშეკრულების გაწყვეტაც.

ჰოლანდიის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და 4 მატჩში მხოლოდ 6 ქულა აიღო, თუმცა, დასკვნით ტურში ლატვია 6:0 გაანადგურა და A ჯგუფში მესამე ადგილზეა. გუს ჰიდინკმა ამ თანამდებობაზე ლუის ვან გაალი შეცვალა და კონტრაქტის თანახმად ჰოლანდიის მთავარ მწვრთნელად 2016 წლამდე უნდა ითამაშოს. უკვე ცნობილია გუსის შესაძლო შემცვლელის ვინაობაც - დანი ბლინდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119239