ჩოგბურთი

13:34 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერი იმედიანადაა განწყობილი

როჯერ ფედერერი საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილში ჩავიდა, სადაც 21-23 ნოემბერს შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებთა შორის დევისის თასის ფინალი ჩატარდება. “მოხარული ვარ, კვლავ თანანაკრებელებთან ერთად რომ ვიმყოფები”, - განაცხადა როჯერმა.

ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩთან ზურგის ტრავმის გამო ვერ ჩაატარა, სადევისთასო ფინალის წინ კი გულშემატკივრებს გამოჯანმრთელებას და კარგ თამაშს ჰპირდება.

ამასობაში შვეიცარელთა სამწვრთნელო შტაბში ბობ და მაიკ ბრაიანების დამრიგებელი დევიდ მაკფერსონი შეიყვანეს. ამ ცნობას “ჯვაროსანთა” საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანი სევერინ ლიუტი ავრცელებს.

0.11898