ფეხბურთი

12:15 | 18.11.2014 | ნანახია 1559 - ჯერ

დელ ბოსკე: "არანაირი შურისძიება კოშტას და ფაბრეგასის მიმართ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელების დიეგო კოშტას და სესკ ფაბრეგასის მიმართ არანაირი შურისძიება არ იქნება და იგი ფეხბურთელებს არ აშინებს.

ევროშესარჩევში ბელარუსთან მოგებული მატჩის შემდეგ (3:0), ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "არისტოკრატთა" ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში გარანტირებული არ აქვთ.

"ეს იმიტომ ვთქვი, რომ როდესაც ფაბრეგასი და კოშტა დაგვიბრუნდებიან და კარგ ფორმაში იქნებიან, სხვა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ასევე კარგად იასპარეზებენ რთული იქნება ისინი ჩაანაცვლო. "ჩელსის" ფეხბურთელებს არ ვაშინებ და მათ მიმართ არანაირი შურისძიება არ მამოძრავებს, ჩვენ ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცით. თუ შენ არ ითამაშებ და შენი შემცვლელი კარგად გაირჯება, შესაბამისად გჭირდება უფრო კარგად ითამაშო, რათა ნაკრებში მოხვდე", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

დიეგო კოშტა და სესკ ფაბრეგასი ეროვნულ ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ. თუმცა "ფურია როხას" თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე ფეხბურთელმა პრემიერლიგაში "ლივერპულის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1) მონაწილეობა სრულად მიიღეს და კოშტამ გამარჯვების მომტანი გოლიც კი გაიტანა. აქვე ცნობილია, რომ ფეხბურთელების ნაკრებში დატვირთვის მოწინააღმდეგე ჟოზე მოურინიოც გახლავთ. პორტუგალიელის აზრით, ფეხბურთელები სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს ტრავმირებულები უბრუნდებიან და კლუბი წარმატებულად ვეღარ ასპარეზობს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 18.11.2014
A.Iverson (429)

აბა დელმოსკეს ჩამოკრული არ აქ ამათზე უკეთეს ფორმაში ვინაა ესპანეთის ნაკრებში? ფაბრეგასზე ან კოშტაზე? ტიპი გიჟივით თამაშობს გოლს გოლზე იტანს ფაბრეგასს 9 ასისთი აქ

14:56 | 18.11.2014
BEERTRANCE (97819)

აბა მოუ ნაკრების მწვრთნელი ყოფილიყო ნეტა რას იტყოდა

03:16 | 19.11.2014
NGoLo KaNte (36472)

არაფერს

14:16 | 18.11.2014
ikeraleqsa (149)

ერთი სიტყვით მაურინიო დიდი ახვარი კაცია.

13:44 | 18.11.2014
მადრიდისტა (17021)

კოშტას საერთოდ უნდა გაა.... ესპანეთის ნაკრებიდან ისე არ უჭირს ესპანეტს რომ მაგას მისტიროდენ 0 არის ნაკრებში

13:27 | 18.11.2014
NGoLo KaNte (36472)

deqstera_best_7 (333)
======================

დავიწყოთ იქედან რომ ესპანეთის ნაკრები და თუ ის რას მიახწევს სულ მიკელზე მ))))ია

ამ საქმეში და მის შინაარსში ჩელსის ინტერესები უფრო მაღელვებს ვიდრე ესპანეთის ნაკრების

მერე კიდე ნაკრებში რასაკვირველია ყველამ უნდა იტამაშოს ეს ვალდებულებაა და საპატიოა მაგრამ მერე მომენტია შეუძლია თუარა სუბიექტს თამაში

თუ რტავმა აქ მიდი და ათამაშე ეგეც არასწორია

ხოდა იმას ვამბობ რომ ლივერპულთან თამაშის დროს ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო იწერებოდა

და სულაც არიყო ისეთი სიტუაცია რო მის გარეშე მზე არამოვიდოდა

კოშტას რაც შეეხება ამის წინა სანაკრებო შეხვედრაზე ბოსკემ თავად არგამოიძახა დიეგო

მე იმას ვამბობ რაც იწერება და თვალს ვადევნებ პრესის საშვალებით თორე შიდა სამზარეულოში მეკიარა ალბათ ბევრი არარის ჩახედული

14:49 | 18.11.2014
deqstera_best_7 (1964)

რაზე შლიან კომენტარებს ვეღარ გამიგია.... ანუ უნდა ჩასილიყო და ადგილზე ენახა შტაბს და როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ ისე მოქცეულიყო...

14:47 | 18.11.2014
deqstera_best_7 (1964)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:55 | 18.11.2014
vermi_cana (161)

თხოვნა იქნება, რომ სანამ სტატია გამოქვეყნდება, იქნებ გადახედოთ და გაასწოროთ ის უზუსტობები, რომლები ტექსტში (არა მხოლოდ ამ კონკრეტულში, საერთოდ) ხშირად გვხვდება...
ასე მაგალითად:
... "მონაწილეობა სრულად მიიღეს და კოშტა გამარჯვების მომტანი გოლიც კი გაიტანა."

ან ეს:
... "გუნდს ტრავმირებულები უბრუნდებიან და კლუბის წარმატებულად ვეღარ ასპარეზობს."

12:42 | 18.11.2014
NGoLo KaNte (36472)

კოშტა წინა თამაშზე რო გამოიძახეს ტრავმა მიიღო და 3 კვირა ვერ ეხმარებოდა ჩელსის

ახალი მოშუშებული აქ და კლუბის მწვრთნელიც უფრთხის ისევ რო განმეორდეს იგივე

კოშტა დიდი ძალაა გუნდისთვის რასაკვირველია ეს იმას არნიშნავს რო ნაკრებში არუნდა ითამაშოს მაგრამ ვერვხედავ დიდ პრობლემას რო ეს ერთი თამაში ვერ ჩაატარა კოშტამ

თან ესპანეთის ნაკრებში დიდი არჩევანია საქართველოს ნაკრებს კიარგავს

ფაბრეს რაც შეეხება მართლა ტრავმა მიიღო და მომავალ ტამაში ჩელსის დაეხმარება თუარა ეგეც არავინ იცის

12:56 | 18.11.2014
deqstera_best_7 (1964)

მოდი საქართველოს ნაკრებშიმაგ მიზეზით ვინმე არჩამოვიდეს რას იტყვი??? ნაკრებს მეორე პლანზე აყენებ და არარის ეგ სწორი!!! კლუბს რო ქონდეს თამაში ითამაშებდა და რადგან ნაკრებია არმიდის!!

14:55 | 18.11.2014
BEERTRANCE (97819)

აბა ჩელსი არ ყოფილიყო სხვაგვარად იტყოდა.

03:17 | 19.11.2014
NGoLo KaNte (36472)

კი

12:28 | 18.11.2014
chamilo (33560)

სწორი არის დელ ბოსკე,მოურინიო სულ ცდილობს აარიდოს თავისი ფეხბურთელები ნაკრებში წასვლას და სულ წუწუნებს რომ არ შეიძლება მათი დატვირთვა და ნაკრებში წასვლა ავნებს მათ და ა.შ

0.149419