ტურინის “იუვენტუსის” 35 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლო გუშინდელი ვარჯიშის დროს დაშავდა, რის გამოც მას დღეს “პარმასთან” გასამართი შეხვედრა გაუცდება.
“ბებერი ქალბატონის” მედიკოსების ცნობით, საგანგაშო არაფერია, თუმცა პირლომ მინიმუმ 5 დღე მაინც უნდა დაისვენოს. პირლოს იმედი ვერც იტალიის ნაკრების თავკაც ანტონიო კონტეს ექნება უახლოეს ორ სანაკრებო შეხვედრაში.