ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიურ ანდრიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 35 ათასი ევრო) ჩაება, თუმცა, წყვილებში პირველივე მატჩი წააგო.
ბასილაშვილი და ჩეხი იან მერტლი “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელებს – ბალდის და ტრავალიას გაეჯიბრნენ და 6:7 (7:9), 6:7 (9:11) წააგეს.
Andria e Castel del Monte-ს ჩელენჯერის ერთეულთა ტურნირის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზი ძალებს ასევე “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ მატეო ბერეტინისთან მოსინჯავს.