ფეხბურთი

22:32 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაიას კანდიდატურაც განიხილება

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, შესაძლოა, საბერძნეთის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს. ამ ინფორმაციას კვიპროსიული Sentragoal-ი ავრცელებს.

ქეცბაიამ საქრთველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი პოლონეთთან წაგების (0:4) შემდეგ დატოვა. იმავე დღეს, საბერძნეთმა, საკუთარ მოედანზე, ფარერებთან სენსაციურად წააგო. ამ მარცხს ბერძენთა მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგიოს სარისის თქმით, ახალ მწვრთნელზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ რანიერის სავარაუდო შემცვლელების სახელებმა პრესაში უკვე გაიჟღერა. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების შანსი ჯოვანი ტრაპატონისთან, საკის ციოლისთან, გიორგოს დონისთან და ანხელოს ანასტასიადისთან ერთად, თემურ ქეცბაიასაც აქვს.

0.127051