“ტოტენჰემის” არგენტინელი ნახევარმცველით, ერიკ ლამელათი სამი იტალიური კლუბი ინტერესდება – იუწყება ბრიტანული გამოცემა Sunday People.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ახალგაზრდა გამთამაშებლით “რომა”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ინტერესდებიან და მის შეძენას ზამთარში ეცდებიან.
ლამელას “ტოტენჰემთან” მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 24 მილიონი ევროა.