იტალიური “მილანის” ყოფილი ვარსკვლავი რიკარდო კაკა, რომელიც ახლა, ბრაზილიის “სან პაულუში” ასპარეზობს, მილანის საკლუბო ტელეარხის ჟურნალისტს ბრაზილიაში შეხვდა და მოახლოებული მილანური დერბის შესახებ ესაუბრა.
კაკამ აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა “ინტერის” წინააღმდეგ თამაში, ხოლო მისი ვარაუდით, კვირას გასამართ შეხვედრაში გამარჯვება ფილიპო ინძაგის გუნდს დარჩება.
“ძალიან კარგად მახსოვს 2003 წლის 5 ოქტომბრის დერბი. წარმოუდგენელი ემოცია იყო, მაშინ პირველი გოლი გავიტანე “მილანის” მაისურით, ეს იყო ლამაზი შეხვედრა.
მახსოვს 2005 წლის თამაშიც, გოლის გატანის დროს გამიმართლა, ბურთის გაჩერებას ვცდილობდი, ის კი საბოლოოდ კარში აღმოჩნდა. ეს მნიშვნელოვანი გოლი აღმოჩნდა, პრინციპულ შეხვედრაში.
ვფიქრობ, კვირას “მილანი” მოიგებს. მანჩინის შეუძლია “ინტერი” აათამაშოს, მაგრამ ეს მაქსიმუმ “მადონინას” შემდეგ მოხდება”, - განუცხადა კაკამ Mილან ცჰანელ-ს.
რიკარდო კაკას თავისი კარიერის განმავლობაში “დერბი დელა მადონინაში” 4 გოლი აქვს გატანილი (2003, 2004, 2005 და 2008 წლებში).
“მილანის” და “ინტერის” შეხვედრა კვირას, 23 ნოემბერს გაიმართთება.