32 წლის ესპანელი კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და შესაბამისად, ის, “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით სათამაშოდ მზად არაა.
ცნობილია, რომ ვალდესი, ბოლო დროს, “მანჩესტერთან” ერთად ვარჯიშობს და გამოჯანმრთელების შემდეგ, დიდი ალბათობით, “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტსაც გააფორმებს.
ცოტა ხნის წინათ, “იუნაიტედის” პირველმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ტრავმა მიიღო და გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები, მის ნაცვლად, მომდევნო მატჩში, ვალდესს ათამაშებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, “ბარსელონას” ყოფილი მეკარე მოედანზე გასასვლელად მზად ჯერ არაა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესი, რომელიც თავისუფალი აგენტია, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მას ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული.