ფეხბურთი

19:34 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი: “რონალდუ უფრო პოპულარულია, ვიდრე მე”

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა, რომელიც 2014 წლის “ოქროს ბურთის” კანდიდანტთა შორისაა დასახელებული, გერმანულ გამოცემა “კიკერს” წლის საუკეთესო ფეხბურთელის თემაზე ესაუბრა.

“ჩემთან შედარებით, კრიშტიანუ რონალდუ უფრო ქარიზმატულია. მე მხოლოდ მწვანე მინდორზე და ძელებს შორის დადგომაზე ვფიქრობ. თანაც, ამას ისიც ემატება, რომ მეკარეებისთვის ამ პრიზის მოგება გაცილებით ძნელია”, - განაცხადა ნოიერმა.

რონალდუ “ოქროს ბურთის” მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება, თუმცა ბევრის თვალსაზრისით, ამ ჯილდოს გერმანიის ნაკრების მეკარეც იმსახურებს.

0.125406