მილანის “ინტერში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულმა რობერტო მანჩინიმ იმ ფეხბურთელა სია ჩამოწერა, რომელთა ხილვაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ნერიაძურიში” სურს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მანჩინის თვალთახედვის არეში ხოელ კემპბელი, ლუკას პოდოლსკი (ორივე “არსენალი”), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”), ალექსანდრ კოლაროვი და მატიას ნასტასიჩი (ორივე “მანჩესტერ სიტი”) მოხვდნენ.