ფეხბურთი

17:48 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ჩვენ უკეთეს ოზილს ვიხილავთ” 

ლონდონის “არსენალის” დამრიგებელმა არსენ ვენგერმა Beln sport-თან ინტერვიუში მესუთ იოზილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მაყურებელი უკეთეს იოზილს იხილავს.

“ვფიქრობ მესუთი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაღლილი იყო და მისი ცუდი ფორმის მიზეზი ესაა. შარშან მან ჩვენთან მშვენიერი სეზონი ჩატარა და მჯერა, რომ დაბრუნების შემდეგ ჩვენ უკეთესს ოზილს ვიხილავთ, რაც გააძლიერებს ჩვენს გუნდს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში”, - განაცხადა ვენგერმა.

მესუთ იოზილლი ლაზარეთში დაახლოებით თვენახევარია იმყოფება, მან მიმდინარე გათამაშებაში 6 შეხვედრა ჩატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. “მეთოფეთა ” რიგებს ოზილი 2013 წელს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11567