ფეხბურთი

17:43 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი : “რობენი გასაოცარი ფეხბურთელია”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა, ლატვიასთან მოგებული თამაშის (6:0) შემდეგ, უეფას ოფიციალურ ვებსაიტთან საუბარში, თავის თანამემამულე არიენ რობენი შეაქო და განაცხადა, რომ მისი თამაში გასაოცარია.
“რობენი გასაოცარი ფეხბურთელია. სასიხარულოა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი თამაშობს ჩვენს ნაკრებში. ლატვიასთან მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასეთი თამაშები”, - განაცხადა სნეიდერმა.
მიუნხენის “ბაიერნის” და “ჰოლანდიის” ნაკრების 30 წლის შემტევმა არიენ რობენმა კვირას ლატვიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორი გოლი გაიტანა. მას ჰოლანდიის ნაკრებში 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 21 გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114454