ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი სვენ-გორან ერიქსონი ჩინურ კლუბს "შანხაი ისტ აზიას" ჩაუდგა სათავეში. აღნიშნულ ინფორმაციას აზიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა შვედმა სპეციალისტმა თავის ახალ კლუბთან.
66 წლის ერიქსონისთვის ჩინური სუპერ ლიგა უცხო არაა. შვედი ერთ-ერთ კლუბს "გუანჯოუ R&F"-ს 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე თავკაცობდა და მისი გაწვრთნილი გუნდი ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონტში 2014 წელს მესამე ადგილზე გავიდა.
აღნიშნულ კლუბში ერიქსონმა სამი მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ახალ კლუბში მისი ანაზღაურების რაოდენობა უცნობია.